პარლამენტში, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, ტრიბუნასთან მდგომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი კახიანს, რომელიც სესიას უძღვება, ქართული ოცნების დეპუტატისთვის შენიშვნა არ მიუცია.
"მადლობა, ყოჩაღ, ბრავო. ეს ხართ. არა უშავს, ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს არაფერს არ უზამს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზა", - მიმართა გიორგი ვაშაძემ ირმა ზავრადაშვილს და ქართული ოცნების დეპუტატებს.
ქართული ოცნება რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას დღეს აპირებს.